среда, 10 сентября 2014 г.

რეფლექსია

დღე მე-2:  დღეს ჩემი პირველი ტრენინგია. ვისწავლე ბლოგის შექმნა. ბლოგის მართვა, გაჯეტების გამოყენება და შეცვლა/ ცოტა მიჭირს მუშაობა, მაგრამ ძალიან საინტერესოა.

დღე მე-3:  დღევანდელი ტრენინგი უფრო შთამბეჭდავი იყო. ვისწავლე ბლოგზე ახალი ინფორმაციის განთავსება,

 დღე მე-4: დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის გეგმები, მიზნები...   დღესვე დავიწყეთ  ჩვენი პროექტის ატვირთვა. სახალისო და საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგიც
/
დღე მე-5: განვიხილეთ და ვიმსჯელეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესახებ.
დღე მე-7: დღეს უფრო მეტად გამართულად ვიმუშავე. შეფასების რუბრიკებზე ბევრი აზრი და კითხვა გაგვიჩნდა, ბატონმა ირაკლიმ ამომწურავად გვიპასუხა და რწმენაც შეგვემატა.
დღე მე-8: დღევანდელ დღეს მე დიდ დღეს დავარქმევ. მართალია, ბატონი ირაკლი ხვალეს აფასებს ასე, მაგრამ დღეს ტოკლიკიშვვილების საგვარეულო პარაკლისი იყო....                     პროექტიც გავაზიარე... ეხლა მიპასუხეთ, არის თუ არა დღეს დიდი დღე?
მე-9 დღე: დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. საინტერესო და შთამბეჭდავი იყო პრეზენტაციები. მე ვთვლი, რომ ეს ტრენინგი იყო ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს მთლად გამართულად კიდევ ვერ ვფლობ, სურვილი გამიჩინა გავაკეთო საინტერესო პროექტები. სურვილი უკვე ნახევრად გაკეთებული საქმეა. მადლობა, ბატონო ირაკლი, იმ სიმშვიდისა და გულისხმიერებისათვის, იმ უუუუდიდესი ყურადღებისა და მონდომებისათვის, რასაც თითოეული ჩვენგანისადმი იჩენდით.